ახალი ამბები

ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, ყირიმის რუსეთთან შეერთებას მხარი 93 %–მა დაუჭირა

16 მარტი, 2014 •
ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, ყირიმის რუსეთთან შეერთებას მხარი 93 %–მა დაუჭირა

აღნიშნული გამოკითხვა ყირიმის პოლიტიკური და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა ჩაატარა. ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, გამოკითხულთა 7-მა პროცენტმა ყირიმის, როგორც ავტონომიური რეგიონის უკრაინის ფარგლებში დარჩენას დაუჭირა მხარი. 

 

რეფერენდუმის ფარგლებში 2 კითხვა იყო მოცემული– უნდა შეუერთდეს თუ არა ყირიმი რუსეთს და უნდა დაუბრუნოს თუ არა უკრაიანამ 1992 წლის კონსტიტუციით არსებული სტატუსი, რომელიც ბევრად მაღალი ხარისხის ავტონომიას გულისხმობს რეგიონისთვის. 

 

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ სცნობს დასავლური სამყარო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს, უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააფიქსირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი