“მე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, რომ ადამიანს ჭირდება ცოდნა ანალიტიკური აზროვნებისა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, რთული თავისი სიკეთით და ბოროტებით. სიკეთეც ბევრია და ბოროტებაც ბევრია მსოფლიოში. ყოველი ადამიანის მოვალეობაა, რომ გაანალიზოს, დაინახოს, სად კეთილია და სად ბოროტია. როცა ჩვენ ვფიქრობთ ანალიტიკური აზროვნების შესახებ, ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი, გამომდინარეა რაღაც მიზეზისაგან. ანალიტიკური აზროვნება ეს არის, როცა ადამიანი ფიქრობს ერთ მოვლენაზე და საგანზე და უნდა დაანაწევროს იგი.[…] ანალიტიკური აზროვნება რომ ნამდვილად ანალიტიკური იყოს, უნდა დაანაწევროს ეს. ცალკე გაანალიზოს ეს ნაწილები და შემდეგ ისევ შეაერთოს. აი, ასეთი პროცესია, ჯერ მთლიანად უყურებს, შემდეგ ანაწევრებს და მერე ისევ აერთიანებს. ანალიტიკური აზროვნება ძალიან საჭიროა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ ყველა დაწყებითი კლასიდან დაწუებული, საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში იქნება შეტანილი ეს [საგანი] ანალიტიკური აზროვნება”.– აღნიშნა მან.
ილია მეორე “ანალიტიკური აზროვნების საგნის” სკოლაში შეტანის ინიციატივით 2013 წლის 15 სექტემბერსაც გამოვიდა. გარდა აღნიშნულისა, მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის საგანმანათლებლო ინიციატივებს შორისაა ისეთი საგნების შემოღების იდეა, როგორიცაა “მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის” და “აღზრდის პროგრამა”.