ახალი ამბები

შსს: დღევანდელ აქციაზე დაკავებული ორი პირი თავისუფალია

16 მარტი, 2014 • • 986
შსს: დღევანდელ აქციაზე დაკავებული ორი პირი თავისუფალია

უწყებაში აცხადებენ, რომ მათი სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ “კოალიციას ევრაზიული კავშირისთვის” დაგეგმილი ჰქონდა ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმის მხარდამჭერი აქციის ჩატარება, რისი საშუალებაც მათ უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. მათგან ერთ–ერთმა, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელმა დავით გოგოხიამ აქციის მონაწილეს ტრანსპარანტი დაუხია, რის შედეგადაც იგი პოლიციამ დააკავა. 

 

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოხია ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთას 90 დღის ვადით ითვალისწინებს. 

 

დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა მისი ვინაობას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს. უწყების განცხადებით, მეორე პირიც ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დააკავეს. იგი რეფერენდუმის მხარდამჭერი აქციის მონაწილე იყო, თუმცა არჩილ ჭყოიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის არც ერთი წევრი დაკავებული არ არის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი