ახალი ამბები

უკრაინის საგარეო უწყება: ხერსონის ოლქში რუსეთმა სამხედრო ძალა შეიყვანა

15 მარტი, 2014 •
უკრაინის საგარეო უწყება: ხერსონის ოლქში რუსეთმა  სამხედრო ძალა შეიყვანა

უწყების ინფორმაციით, სამხედრო პერსონალის 80 წარმომადგენელი, 4 იარაღით აღჭურვილი ვერტმფრენი და 3 ქვეითი საბრძოლო მანქანა შეიყვანა რუსეთმა სოფელ სტრელკოვში. 

 

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე და კატეგორიულ პროტესტს 15 მარტს ხერსონის ოლქში, სოფელ სტრელკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების, სამხედრო პერსონალის 80 წარმომადგენელის, იარაღით აღჭურვილი 4 ვერტმფრენის და 3 ქვეითი საბრძოლო მანქანის შეყვანის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და მოითხოვს რუსეთისგან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. უკრაინა იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა ზომა რუსეთის ინტერვენიციის წინააღმდეგ”–ნათვამია უწყების განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციის კანონპროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ხვალ, 16 მარტს დაგეგმილ რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი