ფინალურ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა. შეხვედრა დღეს,  15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. 


საქართველო ევროპის ერთა თასის უკვე შვიდგზის გამარჯვებულია. 


დღევანდელ მატჩს  საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *