ახალი ამბები

BBC: მოსკოვში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაში 10 ათასობით ადამიანი მონაწილეობს

15 მარტი, 2014 • • 1470
BBC: მოსკოვში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაში 10 ათასობით ადამიანი მონაწილეობს

აქცია თავდაპირველად დაგეგმილი იყო უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრაციის ფარგლებში ასევე ინტერნეტ ვებ–გვერდების აკრძალვას და “Лента.ру” ხელმძღვანელობის გათავისუფლებასაც აპროტესტებენ. 

 

დღეს ასევე გაიმართა აქცია რუსეთის მთავრობის მხარდასაჭერად. ბიბისი წერს, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 10 000–ია. პარალელურად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მშვიდობის მარშში” მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ 3 000-ია, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა- 15 000. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ის აქტივისტები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ, მოხსენიებულ არიან, როგორ “ყირიმის რუსეთთან გაერთიანების მტრები”, ხოლო მთავრობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები, როგორც “ფაშიზმის მოწინააღმდეგეები”. 

 

BBC –ის რუსული სამსახური წერს, რომ აღნიშული აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებები არ მომხდარა. უფრო ადრე კი მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი არასანქცირებული აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც დააკავეს. 

 

BBC –ის რუსული სამსახურის ინფორმაცით, რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული და მასში ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები მონაწილეობენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი