ახალი ამბები

შეტაკებების გამო უკრაინაში 2 ადამიანი დაიღუპა

15 მარტი, 2014 •
შეტაკებების გამო უკრაინაში 2 ადამიანი დაიღუპა

ღამით მომხდარი სროლების გამო ასევე დაშავდა 5 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, ძალადობა თავისუფლების მოედანზე დაიწყო პარასკევს საღამოს და მოგვიანებით უკრაინის მხარდამჭერთა ოფისში გადაინაცვლა. თვითმხილველის განცხადებით, პრორუსული აქტივისტები ცდილობდნენ შტურმით აეღოთ უკრაინის მხარდამჭერთა მიერ აღმართული ბარიკადები. წყაროს ინფორმაციით, დაიწყო სროლა და მოლოტოვის კოქტეილებიც გამოიყენეს. მოგვიანებით კი ხარკოვის მერმა უკრაინის მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო 5 დაშავებული.

 

უკრაინა ბრალს დებს რუსეთ, რომ იგი იყენებს პროვოკატორებს ყირიმში სიტუაციის გასამწვავებლად, თავის მხრივ რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავის “თანამემამულეებს” დაიცავს რადიკალებისაგან.

 

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 14 მარტს აშშ–ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შედგა. BBC  წერს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე უკრაინის, კონკრეტულად კი ყირიმის რეგიონის კრიზის გადაწყვეტის გზებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმს რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო  აშშ რეფერენდუმს არარლეგიტიმურად განიხილავს.

 

მოსკოვმა უკრაინის ავტონომიურ რეგიონში, ყირიმში სამხედრო გავლენა გააძლიერა. დაგეგმილი რეფერენდუმის მიხედვით კი უნდა გადაწყდეს, შეუერთდება ყირიმი რუსეთს, თუ დარჩება უკრაინის შემადგენლობაში.

 

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ხმა მისცა აშშ–ის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც ყირიმის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ლიტვას და პოლონეთს ეწვევა, სადაც უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის არსებული გზები განიხილონ.

 

პენტაგონმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის კრიზის გამო ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი დაგეგმილზე დიდი დროით დატოვოს. თვითმხილველის განცხადებით, კი ჩრდილოეთ ყირიმში გადაიტანა სამხედრო ტექნიკა და არტილერია.

 

სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში აშშ და ევროკავშირი რუსეთს სანქციებით ემუქრება. ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი