ახალი ამბები

ანონსი 15 მარტი

14 მარტი, 2014 •
ანონსი 15 მარტი
10:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში რუმინეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ოქტავიან მორარიუს შეხვდება. 
 
 
11:00  “რეპორტიორის” პრესკლუბში კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: საყდრისის საბადო.

 
11:30  “რეპორტიორის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ახალი კამპანია. 
 
 
12:00  “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: უკრაინაში შექმნილი კრიზისი, ფარული მოსმენა, უვიზო რეჟიმი ისრაელთან, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

 
12:30  “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ზურაბ ადეიშვილი სასამართლოში დაკითხვის საკითხი. 

 
13:00  “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: უკრაინაში შექმნილი კრიზისი, ფარული მოსმენა, უვიზო რეჟიმი ისრაელთან, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.


13:00  რუსთავში “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს შეხვდება. 
ტელ: 597 35 22 88
 
 
13:00  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ქ. წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18, კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საკონტაქტო პირი ხატია ყურაშვილი – 577 190550

13:00  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
 
13:30  სასტუმრო “რედისონში” რუმინეთის სპორტის მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

18:00  საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “Deep River” გაიხსნება. 
მის: სიონის ქ. #8

19:00  თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი თავისუფლების” მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი STOP RUSSIA! გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი