ახალი ამბები

თემურ ალასანია იარაღით ვაჭრობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს

14 მარტი, 2014 • • 1392
თემურ ალასანია იარაღით ვაჭრობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს

“როდესაც თქვენ, გაეროს მაღალჩინოსანს, რომელსაც აბარია იარაღების შეზღუდვა, აბრალებთ იარაღების ყიდვა–გაყიდვას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეჭვის ქვეშ აყენებთ იმ ორგანიზაციის საქმიანობას, კეთილსინდისიერებას და იმ მთელ საკითხს, რასაც მე ვემსახურებოდი”, – განაცხადა თემურ ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში. მან იმ პოზიციებზე ისაუბრა, რასაც სხვადასხვა წლებში იკავებდა თანამდებობრივად:

 

“მე ვიყავი ჟენევაში განიარაღების კომისიის წევრი 4 წლის განმავლობაში, 5 წელი ვაშინგტონში, 5 წელიწადი კანადაში ვმუშაობდი სწორედ განიარაღების საკითხებზე. გაეროში ბოლო 24 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი პირველ კომიტეტს, რომელიც არის უშიშროების და განიარაღების კომიტეტი, გაეროს განიარაღების კომისიას, რომელიც ცალკე ორგანიზაციაა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ერთადერთი და ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ჩვეულებრივი იარაღის ყიდვის და გაყიდვის საერთაშორისო რეესტრი და ა.შ. ამის გარდა ბოლო წლების განმავლობაში მე მებარა საკითხების ის ჯგუფი, რომელიც არის ქიმიური, ბირთვული, ბიოლოგიური და რადიოლოგიური იარაღების აკრძალვა და მათი შემდგომი განადგურება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მე ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ შეექმნა კონფლიქტის პრევენციის რაღაც ფორმები, საერთო პარამეტრები და ამ კონფლიქტებიდან გამოსვლის შემდგომი მშვიდობის დამყარების ინფრასტრუქტურის ელემენტები. აი, ეს ყველაფერი არის ის, რასაც მე ვაკეთებდი, ყველაფერი ეს არის, რითაც მე ვამაყობ. სწორედ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აბსოლუტურად თავდადებული, პატიოსანი და თავის კეთილ საქმეში ღრმად დარწმუნებული კოლეგების ემშვეობით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბევრი სისხლიანი კონფლიქტი თავიდან აცილებული იქნა და ასე თუ ისე და მისი დამანგრეველი ძალა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იარაღის გამყიდველს, სისხლის და სიკვდილის მთესველის სურათს, რომელსაც ჩვენთან გამუდმებით ხატავენ”, – განაცხადა თემურ ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი