“ვაპირებ შევიტანო სარჩელი ნიუ–იორკში და თბილისში ჩემი კეთილი სახელის აღდგენისათვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში მიდის გამიზნული კამპანია ჩემი სახელის შებღალვისათვის, ყოველგვარი იმის წინააღმდეგ რაც მე მიკეთებია. როდესაც ამ ცილისწამებაში ჩაბმულები იყვნენ ვიღაც არშემდგარი, ხელმოცარული, ინფალტილური პიროვნებები, ამის იგნორირება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც უკვე სამწუხაროა და, სხვათა შორის, დაუჯერებელიცაა, რომ ასეთ კამპანიაში ქვეყნის პირველი პირი ებმება, აქ უკვე რჩება ორი გამოსავალი. ან მან უნდა დაასაბუთოს თავისი განცხადება, ან მიაკუთვნო ის ნახევრად ჩამოუყალიბებელი ინფანტილური მოქალაქეების ჯგუფს”, – განაცხადა თემურ ალასანიამ.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელი არ იქნება მხოლოდ პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ:
“იქ იქნება დასახელებული სხვა ხალხიც და თუ პრემიერ–მინისტრისგან მე ვთხოულობ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, რასაც, იმედი მაქვს, ისეთივე ენთუზიაზმით გააკეთებს, როგორც ჩემს საწინააღმდეგო განცხადებებს, არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ეს თემა გაიხადეს თავიანთ სალაპარაკო ძირითად თემად. ამ ხალხის მიმართ მე სასამართლოს მოვთხოვ სხვა დასჯის ფორმას”, – განაცხადა ალასანიამ. მან დააზუსტა, რომ გულისხმობს იარაღით ვაჭრობის გარდა აგვისტოს ომის თემას.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემურ ალასანიას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი უწოდა.