ახალი ამბები

უსუფაშვილი და ფანჯიკიძე ევროკავშირთან ხელშეკრულების მუხლების ამოქმედებას მიესალმებიან

14 მარტი, 2014 •
უსუფაშვილი და ფანჯიკიძე ევროკავშირთან ხელშეკრულების მუხლების ამოქმედებას მიესალმებიან

“ძალიან მივესალმებით, რა თქმა უნდა, იმას, რომ ევროკავშირი მზად არის ხელშეკრულება აამოქმედოს დროებით, აიყვანოს დროებით გამოყენებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ზონის ნაწილი და გარდა ამისა სექტორული თანამშრომლობის ბევრი მუხლი ამოქმედდება უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

დავით უსუფაშვილის თქმით კი ის, რაც გუშინ ევროპისთვის კითხვებს ტოვებდა, დღეს შესაძლოა უფრო მარტივად გადაწყდეს:

“იყო ცოტა ისეთი თემა, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება რამდენად სიახლოვეს ნიშნავს საქართველოსთვის, დღეს შესაძლოა ამ კითხვებზე უფრო სწრაფი და დადებითი პასუხი გაიცეს, ამიტომ მე მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს ევროპისგან გადმოდგმულს, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს და რომელიც გააღრმავებს”, – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი