“მე კორუფციას არ ვეგუებოდი, ერთ კაცი მონახონ სამეგრელოში, ვინც ჩემს კორუფციულ გარიგებაზე რამეს იტყვის, ეს რომ ასე ყოფილიყო, მე არჩევნებში მონაწილეობას ვერც გავბედავდი. თითქმის 15 000 ხმით მე მოვუგე ალასანიას. იცით, ალასანიამ რა შემომითვალა? ივანიშვილისგან გამოვედი, ახლა მოეშვას ამ არჩევნებს და გარანტიას ვაძლევთ, რომ არ დავიჭერთო. მასალებია, ჩანაწერია, რომ მითხრეს მოეშვას, დაანებოს თავი არჩევნებს და ვაძლევთ გარანტიას, რომ არ დავიჭერთო, თუ არადა, მოვეშვებითო”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.