ახალი ამბებისაზოგადოება

მითები VS რეალობა: ერთმორწმუნე მტერი

1 სექტემბერი, 2018 •
მითები VS რეალობა: ერთმორწმუნე მტერი

საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც რუსეთი დღემდე არ მიაჩნიათ საფრთხედ, ერთ-ერთ არგუმენტად რუსეთის ერთმორწმუნეობას იშველიებენ. ამ არგუმენტის საფუძველი ჯერ კიდევ 1780-იან წლებიდან მოდის, როცა ერეკლე II-მ სპარსეთისა და ოსმალეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ ერთადერთ გამოსავლად მართლმადიდებელ რუსეთთან კავშირის გამყარება მიიჩნია.

„გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელწოდებით ცნობილ დოკუმენტში საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ უნდა შესულიყო, რაც ითვალისწინებდა ძირითადი სუვერენული უფლებების (მათ შორის სამეფო ტახტის) შენარჩუნებას გარკვეული შეზღუდვებით და არა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვას. საბოლოოდ, რუსეთის იმპერიამ დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო (1801-1802 წელს) და მთელი საქართველო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი