ახალი ამბები

საია უარყოფითად აფასებს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას საყდრისზე

14 მარტი, 2014 • • 1061
საია უარყოფითად აფასებს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას საყდრისზე

დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ გაურკვეველია რა ტიპის კვლევა ჩაატარა კულტურის სამინისტრომ საყდრისის ტერიტორიაზე და კულტურის სამინისტროს პოზიცია ემთხვევა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

 

კოჟორიძემ განმარტა, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელობა, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს წიაღისეულის მოპოვების შედეგად, თუმცა “კონსტიტუციური ვალდებულებების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეკონომიკური განვითარება.”

 

კოჟორიძემ განმარტა, რომ ის მკვლევრები, რომლებიც საყდრისს მიიჩნევენ უძველეს ოქროს მაღაროდ, საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის უცნობი რჩება სახელწმიფოსთვის რა მნიშვნელობის ძეგლია საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი.

სულხან სალაძე და კახა კოჟორიძე
სულხან სალაძე და კახა კოჟორიძე

 

ასოციაციის წევრმა სულხან სალაძემ, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხს იკვლევს, ამბობს, რომ კულტურის მინისტრის კეთილსინსიდიერების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან მან არა მხოლოდ არ შეასრულა პირობა, რომ შექმნილიყო საერთაშორისო ექსპეტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც საყდრისის საკითხს შეისწავლიდა, არამედ მან 2014 წლის 13 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საყდრისის კვლევა უნდა გაგრძელებულიყო, დღევანდელი გადაწყვეტილებით უგულებელყო.  

 

იურისტი კითხვას სვამს, რომ თუ საყდრისი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მაშინ რაღა საჭიროა პარალელური მონიტორინგი აღმოჩენილი არტეფაქტების აღსანუსხად, რომლის დანიშვნის პირობა დღეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილმა დადო?

“რატომ არ ატარებ თავიდან ამ მონიტორინგს, რატომ არ ატარებ ექსპერტიზას, რატომ არ დებ დასკვნას, რომ ეს ძეგლი წარმოადგენს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და რა გარანტია გვაქვს, რომ იმ პირობებში, როცა სააგენტოს წარმომადგნელები არ დაუშვეს ძეგლზე, კომპანია მისცემს არქეოლოგებს საშუალებას, რომ სამუშაოებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა?”- განაცხადა სალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი