ახალი ამბები

საგარეო უწყება: სავიზო რეჟიმის გაუქმება ისრაელში მუშაობის უფლებას არ იძლევა

14 მარტი, 2014 • • 1173
საგარეო უწყება: სავიზო რეჟიმის გაუქმება ისრაელში მუშაობის უფლებას არ იძლევა

 

“2014 წლის 13 მარტს ისრაელის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში მიემგზავრებიან ტურისტული ან კერძო ვიზიტით, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 (ოთხმოცდაათი) დღემდე ყოფნა 180 (ასოთხმოცი) დღიან პერიოდში. მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს. გარდა ამისა, მგზავრებს ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას”, – აცხადებს საგარეო უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი