ახალი ამბები

ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

14 მარტი, 2014 •
ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გამზადების და გასაღების ფაქტზე სამი პირი – გ.ხ, გ.ხ. და ლ.ხ. დააკავეს.


გამოძიების ცნობით, დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, თაბაშირისგან დამზადებული ყალიბის და ტყვიის მასალის გამოყენებით, უკანონოდ ახდენდნენ ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადებას,  რომლის გასაღებასაც ახორციელებდნენ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვების გზით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი