ახალი ამბები

ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

29 აგვისტო, 2018 •
ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს, ასევე, ულოცავს უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.

“ვფიქრობ, დღეს გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ამავე დროს, ეს ნიშნავს ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი