გამოძიების ცნობით, პაატა ლომიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს N19 დაწესებულებაში მობილური ტელეფონის და სიმბარათების შეტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 4 000 ლარი.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *