შეხვედრის შემდეგ, 16:50 სთ-ზე ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ პონტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ პონტა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე თბილისსა და მცხეთაში ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.
15 მარტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩს დაესწრება, რის შემდეგაც რუმინეთის მთავრობის მეთაური საქართველოს დატოვებს.
