ახალი ამბები

მარგველაშვილი: უკრაინის კრიზისი გვაიძულებს, რომ უფრო ფხიზლად ვიყოთ

12 მარტი, 2014 •
მარგველაშვილი: უკრაინის კრიზისი გვაიძულებს, რომ უფრო ფხიზლად ვიყოთ

მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც საქართველომ და ვერც ჩვენი ქვეყნის პარტნიორებმა ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსეთს.

 

„დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა ის, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, უნდა მოხდეს აშკარა და ძლიერი საპასუხო ქმედებების ფორმულირება:

 

“რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასდროს გამეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების [რუსული] იდეა ჩავარდება,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მოახლოების პარალელურად მოსალოდნელია ზეწოლა საქართველოზე რუსეთის მხრიდან, როგორც ეს უკრაინაში მოხდა:

 

„უკრაინის კრიზისი გვაიძულებს, რომ უფრო ფხიზლად ვიყოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი