ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შამბა: თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღონ

29 აგვისტო, 2018 • 2460
შამბა: თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღონ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკუთარ მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსს, ასლან ბჟანიას და  აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს აფასებს, როგორც უუნაროებს, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ.

“თუ ჩვენ უახლოეს დროში არ გამოვალთ ამ კრიზისიდან, კიდევ უფრო დიდ უფსკრულში გადავიჩეხებით. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, როგორიც არასოდეს ყოფილა ჩვენს ისტორიაში. ისეთი თავისუფლება მოვიპოვეთ, როგორიც აქამდე არ გვქონია, ამას კი ვერ ვიყენებთ მხოლოდ იმის გამო, რომ უუნარო ადამიანების გროვა დგას ხელისუფლების სათავეში. მეც ვარ იმაში დამნაშავე, რომ ეს ადამინები მოვიდნენ ხელისუფლებაში”.

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია, შამბას განცხადებით, ასლან ბჟანიაა.

“ხვალ ტრაგედია გველის, კიდევ ბევრს დავკარგავთ. მერე კი დავუჩოქებთ საქართველოს ან რუსეთს და შევეხვეწებით, საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღონ. ეს გვინდა? პირადად მე არ მინდა”, – ამბობს შამბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი