შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ფაქტი 1 მარტს მოხდა, ხოლო პოლიციას დაზარალებულის ნათესავებმა 6 მარტს მიმართეს. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.
მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე გულისხმობს. საქმის სხვა დეტალებს გამოძიება ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
