ახალი ამბები

დაცვის მხარე უგულავას საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დაკითხვას ითხოვს

12 მარტი, 2014 • • 1500
დაცვის მხარე უგულავას საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დაკითხვას ითხოვს

მისი თქმით, მას გააჩნია ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეს უნდა დაერთოს:

 

“მე პირადად გამოვკითხე ადეიშვილი უნგრეთში. გამოკითხვის ოქმი დამოწმებულია ჩემი და ზურა ადეიშვილის ხელმოწერებით. ადეიშვილს გააჩნია პოლიტიკური დევნილის სტატუსი ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით ვითხოვთ მის დაკითხვას”, – განაცხადა უგლავამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაზე საუბრობს ადეიშვილი გამოკითხვის ოქმში, რომელიც მან დღევანდელ პროცესზე პროკურორებს გადასცა.

 

წინა სასამართლო სხდომაზე დღეს წარმოადგინეს მტკიცებულებები და დასაკითხი პირების სია, თუმცა სხდომა არ დასრულებულა და 17 მარტს გაგრძელდება.


გიგი უგულავას ბრალი წაყენებული აქვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ აიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული თბილისის მერის ყოფილ მოადგილე დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროს ალექსი თაბუაშვილს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილე დიმიტრი ჩხეიძეს.


ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი უგულავასა და ზემოთ აღნიშნული პირების მიერ მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი