ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა ამჯერად სალაშქროდ წასული ადამიანები დააკავეს

29 აგვისტო, 2018 • 1697
რუსმა სამხედროებმა ამჯერად სალაშქროდ წასული ადამიანები დააკავეს

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, “აღნიშნული პირები დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხდება. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ათავისუფლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ყველაზე მეტი ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს და გაიტაცეს – 163 პირი. იმავე წყაროს ინფრომაციით, წელს, 8 აგვისტოს მონაცემებით, დაკავებული და გატაცებულია 66 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი