ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით საქართველო მეორე ადგილზეა

12 მარტი, 2014 •
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით საქართველო მეორე ადგილზეა

კვლევა 2012 და 2013 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში- საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში ჩატარდა და წლიდან წლამდე თითოეული ქვეყნის ამა თუ იმ მონაცემის შედარების შესაძლებლობას იძლევა.  კვლევის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და ჩატარებული რეფორმების ეფექტურობის შეფასებაა. როგორც ირკვევა, 6 ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილზეა უკრაინის შემდეგ. 

 


როგორც კვლევის თანაავტორი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი, თამარ პატარაია ამბობს, კვლევა ფართომასშტაბიანი იყო, მასში ექსპერტები მონაწილეოდნენ და 50-მდე კითხვას მოიცავდა.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების “კავშირების” განვითარება, ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან “დაახლოება” და “მართვა”, ეს არის ის ძირითადი სამი განზომილება, რომლითაც ქვეყნები შეფასებას და შესაბამის ქულებს იღებენ. ამასთან, თითოეული ეს განზომილება ცალკეულ სფეროებად არის დაშლილი. 

 

“ეფექტურად შეფასდა რეფორმა ანტიკორუფციულ სფეროში, ასევე, სასამართლო სისტემის რეფორმაში, თუმცა სხვა მრავალი მიმართულებითაც მოხდა შეფასება, ეს იყო, მაგალითად, არჩევნების სფერო, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და ა.შ. შედარებით დაბალი მაჩვენელებლი აქვს საქართველოს საჯარო სისტემის რეფორმის კუთხით. აღნიშნული მონაცემებით, საქართველო მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების ეფექტურობით მოლდოვას შემდეგ. საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში მაჩვენებლები უკეთესია საჯარო ადმინისტრირების კუთხით, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მოგეხსენებათ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიიღეს მოლდოვაში. შეიძლება ითქვას, რომ იქ გატარებული რეფორები შთამბეჭდავია,”- ამბობს თამარ პატარაია, კვლევის თანაავტორი.


ჩამონათვალში ყველაზე ბოლო ადგილზე რეფორმების გატარების კუთხით სამივე სფეროში ბოლო ადგილზე ბელორუსია. 


“აღნიშნული შედეგების მიუხდავად, ხშირად ისმოდა კრიტიკა საქართველოდან და მოლდოვადან, რომ ესა თუ ის მაჩვენებელი ძალიან მაღალი ქულით არის შეფასებული და არ შეესაბამება რეალობას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნებთან შედარებით არის ეს მონაცემები. სხვა ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი რომ ყოფილიყო ამ ჯგუფში, ცხადია, სხვა შედეგები იქნებოდა,”- ამბობს ირინა სოლონენკო, მკვლევარი, რომელიც უკრაინის მხრიდან იყო ჩართული კვლევის პროცესში.



მასალების გადაბეჭდვის წესი