ახალი ამბები

“ჩვენ შენთან ვართ მუდამ” – გიორგი მერებაშვილის მხარდაჭერა კაშიას

29 აგვისტო, 2018 •
“ჩვენ შენთან ვართ მუდამ” – გიორგი მერებაშვილის მხარდაჭერა კაშიას

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას, რომელმაც ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ფეისბუქი გააუქმა.

‘პატივისცემა კაშოს მიმართ. ჩვენ შენთან ვართ მუდამ”, – წერს მერებაშვილი.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

#გურამშენთანვართ – სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი