ახალი ამბები

გორის გამგეობის თანამშრომლები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

12 მარტი, 2014 •
გორის გამგეობის თანამშრომლები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

დაკავებულია ასევე  სამშენებლო კომპანია „ოდას“ დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი, რომელსაც სახელმწიფო თანხების მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლით წაუყენეს ბრალდება.


გამოძიების ცნობით, 2012 წელს გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „ოდას“ შორის გორის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.


“აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ოდას“ დირექტორმა ნოდარ ჯიშკარიანმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისა და გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა. ასევე  დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხაჩიურმა და ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა, გიორგი იორამაშვილმა და გიორგი შერმადინმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რითაც ხელი შეუწყვეს ნოდარ ჯიშკარიანის დანაშაულებრივ ქმედებას”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 210-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი