ახალი ამბებისამართალი

ანაკლიაში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე შსს-მ 1 პირი თბილისის აეროპორტში დააკავა

28 აგვისტო, 2018 • 3631
ანაკლიაში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე შსს-მ 1 პირი თბილისის აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი