ახალი ამბები

უგულავა: ჯეოსელში პოლიცია იმიტომ შევიდა, რომ ფარული მოსმენების გაზრდაზე უარი თქვა

11 მარტი, 2014 •
უგულავა: ჯეოსელში პოლიცია იმიტომ შევიდა, რომ ფარული მოსმენების გაზრდაზე უარი თქვა

 

“ამ მიმართულებით მდგომარეობა რომ გაუარესდა, ჯეოსელის ინციდენტიც მოწმობს. არავისთვის არის დასამალი, ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ღამის 11 საათზე რის გამო შევიდა ქვეყნის ერთ–ერთ მთავარ კომპანიაში სპეცრაზმი და ფინანსური პოლიცია. შევიდა იმიტომ, რომ დაეშენებინა, რადგან მათ უარი განაცხადეს იმ უზომო რაოდენობით გაზრდაზე ფარული მოსმენების, რომელიც მისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მოითხოვა”, – განაცხადა უგულავამ.

 

მისივე თქმით, ახალი მთავრობის პირობებში ფარული მოსმენების სისტემა გაათმაგდა და გაცილებით უფრო ბევრ ადამიანს მოიცავს, ვიდრე ოდესმე საქართველოში ყოფილა.

 

 

“მე ამას ვამბობ ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კონკრეტული წყაროს საშუალებით. ჩვენ ეს ვიცით, გული შეგვტკივა და გვინდა, რომ ეს გამოსწორდეს”.

 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “ეს შენ გეხებას” ფარგლებში შემუშავებულ კანონპროექტს ფარული მოსმენების საკითხის დარეგულირების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი