“მე გამოვხატავ წუხილს და აღშფოთებას საქართველოს ხელისუფლების აშკარა განზრახვის გამო თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის და ენმ–ის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ იგი დუბლინში EPP–ის კონგრესს ესწრებოდა. EPP-ის კონგრესი მთავარი ევროპული პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებს უყრის თავს. ამ კონგრესზე უგულავას ყოფნის წინასწარი დაკავების საფუძვლად დაფიქსირება არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უგულავას და ენმ–ის სხვა ლიდერების სამართლებრივი საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული. საჭირო არ არის იმის თქმა, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი სამართლის, როგორც პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტის გაგრძელება, უეჭველად დააყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას”, – ნათქვამია EPP–ის ლიდერის განცხადებაში.
გიგი უგულავამ განცხადება იმის თაობაზე, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, გუშინ გაავრცელა.
Post by Gigi Ugulava.