ახალი ამბები

უკრაინასა და საქართველოს შორის მგზავრობა, სავარაუდოდ, ID ბარათით გახდება შესაძლებელი

28 აგვისტო, 2018 • 4605
უკრაინასა და საქართველოს შორის მგზავრობა, სავარაუდოდ, ID ბარათით გახდება შესაძლებელი

უკრაინასა და საქართველოს შორის მგზავრობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან, ID ბარათებით გახდება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული UNIAN ავრცელებს, ხოლო აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესს ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინულმა მხარემ უკვე დაამტკიცა და გადასცა ქართველ კოლეგებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ მგზავრობა ქვეყნებს შორის შესაძლებელი გახდეს ID ბარათებით. უნიანის ცნობით, აღნიშნული შეთანხმების ტექსტი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნების დელეგაციების მიერ დამტკიცდება.

UNIAN-ის ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს დროში ინფორმაციას მიაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი