“ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახლმწიფოს, ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია, ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი განმათავისუფლებლები უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ რუსეთს დაუდასტუროს, რომ ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანოზაციაა და, შესაბამისად, აამოქმედოს სანქციები სრულად” – მიმართა თინა ხიდაშელმა კომიტეტეს.