“ამ საუბარს არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმესთან, ეს არის წმინდა, მამისა და შვილის საუბარი, რომელიც მხარეებს გადასცა პროკურატურამ. მოგეხსენებათ, ხვალ წინასასამართლო სხდომა იმართება. უზნეობაა მამისა და შვილის პრივატული საუბარის გამოქვეყნება. ვინმემ ამიხსნას დედამიწის ზურგზე და ამის ახსნას მოვითხოვ პროკურატურისგან, რა კავშირშია შვილთან ჩემი საუბარი მიმდინარე გამოძიებასთან. ქალიშვილობას რომ გვეთამაშება დღეს ეს ხელისუფლება, სადმე ვინმეს ასეთი რამე გაუკეთებია?! არავითარ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის მარაზმი, რომელიც ღარიბაშვილისა და ივანიშვილის რეალურ სახეს აჩვენებს,”- აცხადებს გიგი უგულავა დღეს, 11 მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიგი უგულავას პროკურატურამ 2013 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის დედაქალაქის რეაბილიტაცია- განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე წაუყენა.