ახალი ამბები

სასტუმრო “ქუთაისის” შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა

11 მარტი, 2014 • • 1489
სასტუმრო “ქუთაისის” შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად შენობაში მომუშავე პერსონალმა მუშაობა განაახლა. 

 

“თვითონ სასტუმრო “ქუთაისი” არ ფუნქციონირებს, შენობის პირველ სართულზე არის გაქირავებული ფართები. შენობის მეპატრონე მივიდა “ვითიბი ბანკს” და საჩაიე “ფოეფოეში”, რომლებსაც აქვთ ეს ფართები დაკავებული და თხოვა, რომ კედელია გაბზარული და უსაფრთხოების მიზნით, სანამ შევამოწმებინებთ, დაცალეთო. მიიყვანეს სპეციალისტები, რომ ხომ არ არის საშიშიო”,- აცხადებენ პრესსამსახურში. 

 

სასტუმრო რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბადრი კაკაბაძეს ეკუთვნის. სასტუმროს პირველ სართულზე VTB ბანკი და საჩაიე “ფოეფოე” მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი