“მე გადადგომას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი როლი არის ერთ–ერთი მოკრძალებული როლი მთავრობის იმ საქმიანობის ფარგლებში, რაც არის წამოწყებული და რასაც ჰქვია საქართველოს ღირსეული როლის დამკვიდრება ევროპის ოჯახში”, – აცხადებს წულუკიანი.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვება საფრანგეთის სასამართლოში მიმდინარე კეზერაშვილის საქმეს და საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით წულუკიანის უკმაყოფილებას უკავშირდება. წულუკიანის თქმით, კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე მასალები მის ხელში არ ყოფილა:

“კეზერაშვილის ექსტრადიციის და ქვეყნის შიგნით სისხლის სამართლის საქმესთან დაკავაშირებული არც ერთი მასალა ჩემს ხელში არ ყოფილა. პროკურატურა არის დამოუკიდებელი და იუსტიციის მინისტრს ეკრძალება მოიკითხოს რომელიმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედი. ის, რაც ჩემს ხელში ყოფილა, არის პროკურატურის თხოვნა რჩევაზე, გამომდინარე იქიდან, რომ იქაურ სისტემას ვიცნობ და მიმიცია კიდეც”, – განაცხადა წულუკიანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *