კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაცრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომის თაობაზე განცხადებით მიმართა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ფეტვიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას სხდომაზე მიიღებს.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მტკიცებით, დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირებით კოპლექტდება, დღეს, 27 აგვისტოს გაავრცელა. ჩანაწერში უცნობი პირი კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საუბნო კომისიის წევრების დაკომპლექტების თაობაზე ესაუბრება.
აუდიოჩანაწერში დასახელებულია ნინო მაისურაძე, ქართული ოცნების კომისიების კოორდინატორი კრწანისის რაიონში, რომელმაც სიები მიაწოდა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილსა და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ცესკო საქმეს უკვე სწავლობს.