“ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასაამრთლოში ორი დავა, პირველი 2006 წელს რუსეიდან ჩვენი მოქალაქეების მასობრივად გამოძებევას ეხება, ამ საკითხზე გარკვეული მიწერ–მოწერა იყო სტრასბურგის სასამართლოსთან რამდენიმე კვირის წინ, რომლის დეტალების გამჟღავნებაც მეკრძალება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია არის უცვლელი, ამ პოზიციას კანონის თანახმად იუსტიციის სამინსტრო წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში და წერილი გვაქვს მათგან მიღებული, რომ განაჩენი გამოქვეყნდება გაზაფხულზე. გაზაფხული საფრანგეთში 15 მარტს იწყება, ამიტომ 15 მარტის მერე თქვენთან ერთად სულმოუთქმელად დაველოდები განაჩენს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება მეორე საქმეს, რაც 2008 წლის ომს შეეხება, მინისტრი ვარაუდობს, რომ განაჩენზე საუბარი ამ შემთხვევაში ჯერ ნაადრევია:
“მეორე საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოში მაშინდელი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ შეტანილ საქმეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აქაც საქართველოს პოზიცია უცვლელია, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ეს არის სამართლებრივად ურთულესი დავა, ის დავა, რომელიც ბევრ საკითხს წამოჭრის არა მხოლოდ ადამიანის უფლებების კუთხით, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კუთხითაც. არის გარკვეული საკითხები, რასაც მე რომ აქეთ ვყოფილიყავი მაშინ, სხვანაირად დავწერდი, მაგრამ არც ახლაა გვიან, სასამართლომ მოგვცა დამატებითი დრო ჩემივე მოთხოვნით და ის, რაც მე მეჩვენება, რომ პოზიციები უნდა გაძლიერდეს და დაიხვეწოს, ჩვენ ეს მოვასწროთ. ჩვენ ვადა გვაქვს ამ დაზუსტებებისთვის ოქტომბრამდე. ეს არის მიმდინარე დავა, რომელიც ალბათ არც 2015 წელს არ დასრულდება, რადგან სტრასბურგში ზეპირი განხილვა უნდა მოხდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.