ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სხვა ფორმით უნდა შენარჩუნდეს

11 მარტი, 2014 •
წულუკიანის თქმით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სხვა ფორმით უნდა შენარჩუნდეს

“მე ბატონ ბადაშვილთან ეს საკითხი ჯერ არ განმიხილავს, გვექნება შესაძლებლობა გავიაროთ, თუ რას გულისხმობს პროკურატურა. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, არის ის, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა პროექტის დონეზე დასრულებულია, საბოლოო განხილვა ჩვენ დღეს გვექნება, მიზანი არის ის, რომ ეს ინსტიტუტი კი არ გაუქმდეს, არამედ დაიხვეწოს.

 

არის შემთხვევები, როცა ეს ინსტიტუტი, თუ დასავლური მოდელია და არა ადეიშვილისებური, არის ინტერესში როგორც პროკურატურის, ასევე, ბრალდებულის და დაზარალებულის, რომ განხორციელდეს სამართლიანი პროცესი სწრაფად და მხარეებს არ მოუწიოთ დიდხანს ლოდინი და უფრო ზიანის მომტანი განაჩენი არ მიიღონ.

 

ჩვენ ამაზე ბევი ვიმუშავეთ შარშან და დღევანდელი საბჭო დაეთმობა იმ პროექტის განხილვას, რომელიც კონსულტაციების დონეზე შეთანხმებულია და ემსახურება იმას, რომ მხარეები იყვნენ თანასწორ პირობებში ჩაყენებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი