ახალი ამბები

წულუკიანი: დათა ახალაიასთვის ბრალის მოხსნაზე ინფორმაციას არ ვფლობ

11 მარტი, 2014 •
წულუკიანი: დათა ახალაიასთვის ბრალის მოხსნაზე ინფორმაციას არ ვფლობ

“დათა ახალაიას პერსონაჟს, მე მგონი, დამატებითი დისკრედიტაცია არ სჭირდება, მას შესანიშნავად იცნობს ქართული საზოგადოება თუნდაც გირგვლიანის საქმიდან, თუნდაც სტრასბურგის განაჩენიდან, სადაც ინიციალებით იყო მოხსენიებული, მაგრამ ყველამ იცოდა, ვინ იყო.


რაც შეეხება პროკურატურის ქმედებებს, პროკურატურა დამოუკიდებელია იუსტიციის სმაინისტროსგან და ის, თუ რა ტიპის ქმედებებს გეგმავს კონკრეტული გამომძიებელი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ეს არ არის ის თემა, რაზეც მე შეიძლება რაიმე შეპასუხება გავაკეთო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალაიას გირგვლიანის საქმეზე წამების ორგანიზების ბრალი მოეხსნა, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი