ახალი ამბები

საკრებულო: იგეგმება ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი და ახალი ბინების აშენება

11 მარტი, 2014 •
საკრებულო: იგეგმება ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი და ახალი ბინების აშენება

“ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს უკვე მოეწერა ხელი თბილისის საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ–ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კომფორტული საცხოვრებელი სახლების აშენებას, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს ძველი თბილისის აღდგენა–რეაბილიტაციას” , – აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.

 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი ისანი–სამგორის რაიონიდან დაიწყება. ინვესტორი აღნიშნული სამუშაოებისთვის 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

“მემორანდუმი მოამზადეს, ხელი მოეწერა, მაგრამ ეს ჯერ ფინანსთა სამინისტრომ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა განიხილონ და შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. შიხიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ სამუშაოები ზაფხულის შუა პერიოდიდან დაიწყება”, – აცხადებენ საკრებულოში.


საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ხელმძღვანელის სალემ ჰუმეიდ ალ შამსის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, სავარაუდოდ, ოთხ თვეში დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი