ახალი ამბები

პირი, რომელიც 4 წლის მანძილზე იძებნებოდა, დააკავეს

11 მარტი, 2014 •
პირი, რომელიც 4 წლის მანძილზე იძებნებოდა, დააკავეს

შსს-ს ცნობით, ლაშა ვ-მ 2009 წლის 7 მაისს მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 4 თებერვალს ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლი), ცივი იარაღის ტარების (238-ე პრიმა მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117-ე მუხლი) ფაქტებზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

 

“აღნიშნული დანაშაული ლაშა ვ-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ვ-ს 2006 წლის 27 თებერვალს ჩადენილი ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი საქართველოს უზენაესი სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბერს მიუსაჯა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი