ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში მოქალაქე ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს

11 მარტი, 2014 • • 921
თბილისის აეროპორტში მოქალაქე ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ გ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ეგვიპტიდან საქართველოში ჩამოფრინდა.


როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღეს: 22  აბი “ტრამადოლი”,  2,52 გრ კანაფის ფისი და 1,79 გრ  ოპიუმი.

 

“ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ოპიუმის, მარიხუანის და  “ტრამადოლის”  მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს  ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს  სსკ-ის 260-ე მუხლის  1-ლი ნაწილით და  262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი