ახალი ამბები

პოლიცია მოქალაქეებს კანცელარიასთან აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევს [ფოტო/ვიდეო]

10 მარტი, 2014 •
პოლიცია მოქალაქეებს კანცელარიასთან აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევს [ფოტო/ვიდეო]

ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჩამწკრივდნენ და აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კედელზე პროექტორი მიენათებინათ და მათ მიერ მომზადებული ფილმი ეჩვენებინათ, რომელიც მუშების პრობლემებს ეხება.

პოლიცელების თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია არის სახელმწიფო დაწესებულება და აქციის მონაწილეებს ამგვარი ტიპის აქციის ჩატარების უფლება არ აქვთ. 

ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა ფილმი მაინც გაუშვეს, პროექტორი ჯერ აქციის მონაწილეების ზურგებს მიანათეს, ხოლო შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს და ფილმის ჩვენება კანცელარიის წინ ჩამწკრივებული პოლიციელების ზურგებზე გაგრძელდა.

ლინა ღვინიანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიცლეების ქმედება კანნოსაწინააღმდეგოა, რადგან ამგვარი ჩანაწერი არც ერთ კანონში არ არის. პოლიციელების თქმით, კი ამგვარი აკრძალვა კანცელარიის შინაგანაწესში წერია. მათივე თქმით, პროექტორის მინათება დააზიანებს მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსებულ სათვალთვალო კამერებს.

აქცია უკვე დასრულდა.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი