“მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჩვენ უკვე გავხდით ამ გრანტის მონიტორები და მმართველები. გადმოგვეცა აღნიშნული თანხა და უკვე მიმდინარეობს მუშაობა, ხელშკრულებების გაფორმება ფედერაციებთან. ძირითადი ნაწილი ხელშკრულებების უკვე გაფორმებულია,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია. 


მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტ კერძო პირთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ფედერაციებთან და კლუბებთან.

  

ფონდი “ქართუსგან” ფინანსურ დახმარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიც მიიღებს. გრანტის ოდენობა ფონდისთვის 2 მილიონ 770 ათას 894 ლარით განისაზღვრა. 

 

აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

“ქართუ” ფონდის გადაწყვეტილებთ, ყოველთვიურ გრანტი კულტურის სამინისტროსთვისაც გათვალისწინებულია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *