ახალი ამბები

ჯარიმა “შენ” ნაცვალსახელის გამო გაუქმდა

10 მარტი, 2014 • • 886
ჯარიმა “შენ” ნაცვალსახელის გამო გაუქმდა

სასამართლო პროცესზე, რა დროსაც ადვოკატი მოსამართლემ დააჯარიმა, ირაკლი შავაძემ მოწმეს რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – “შენ”. მოსამართლემ ამის გამო ადვოკატს შენიშვნა მისცა. შენიშვნის შემდეგ შავაძე მოწმეს “პატივცემულო”, “ბატონო” და “თქვენობით” მიმართავდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მიმართა “შენობით”. მოსამართლემ სწორედ ამის გამო დააჯარიმა ადვოკატი 100 ლარით.

 

დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება ირაკლი შავაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი