ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა:
„დარბაზში ვხედავ ნაცნობ სახეებს, იმ ხალხს, რომლებიც იერუსალიმში გამართული შეხვედრების დროს გავიცანი. მიხარია, რომ დღეს გმასპინძლობთ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ ბიზნესშეხვედრაზე. მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით საქართველოთი. ბატონებო, გაჩნდა იდეა, რომ დავაარსოთ ისრაელისა და საქართველოს ბიზნესსაბჭო. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის ურთიერთობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ათვისებული. ასე რომ, გამოვთქვამ იმედს, რომ ასეთი პოზიტიური ნაბიჯები დააჩქარებს პროცესებს უახლოეს მომავალში“,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.