ახალი ამბები

საქართველომ 2014 წლის ნატოს ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

10 მარტი, 2014 •
საქართველომ 2014 წლის ნატოს ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

 სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელბაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ნატოს წარედგინება, რის შემდეგაც მარტში ბრიუსელში დგეგმილ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის პირელი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ნატოსთან ერთად განიხილავენ მას.

 

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისი დოკუმენტი ასახავს იმ რეფორმებს, რამაც საქართველოს ნატოსთან დაახლოება უნდა უზრუნველყოს.

 

“საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრისით, [დოკუმენტში საუბარია] მორიგი ვალდებულებების შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესების კუთხით. რა თქმა უნდა, დოკუმენტში საუბარი ეხება თავდაცვის რეფორმას, სხვადასხვა უწყებებში რეფორმებს, იქნება ეს სამართლებრივი სფერო თუ სხვა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი