შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც თამბაქოს სავაჭრო ჯიხურში ყალბი კუპიურის გასაღებას ცდილობდა:
“დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი 556 ათასი რუსული რუბლი (17 850 ლარის ეკვივალენტი) და 2 ცალი ყალბი 10-ლარიანი კუპიურა. ალექსანდრე ე. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს–ში. მათივე ინფრმაციით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ფერადი პრინტერია ამოღებული.
გამოძიება ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





