
კვლევის მიხედვით, ათიდან სამი თბილისელი (71%) თვლის, რომ თბილისში არსებული პარკების და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა არ არის საკმარისი. თბილისელთა უფრო მცირე ნაწილი (28%) კი დღეს თბილისში არსებულ გამწვანების ხარისხს ადეკვატურად მიიჩნევს.
განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა მონაცემების ასაკის ჭრილში გაანალიზებისას: ასაკოვანი მოსახლეობა უფრო უკმაყოფილოა ქალაქში არსებული პარკების და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობით, ვიდრე ახალგაზრდები.
გამოკითხვა ჩატარდა 401 ზრდასრულ თბილისელს შორის 2014 წლის თებერვალში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,75%-ს.
