BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებს ხელკეტებით დაესხნენ თავს. აქციას დაახლოებით 200 ადამიანი ატარებდა.
რუსეთის ჯარი კი ამ დროისთვის უკრაინის ავტონომიურ რეგიონის, ყირიმის დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ყირიმში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც კიევის განცხადებით არაკანონიერია. დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით განიხილეს ყირიმში რეფერენდუმის საკითხი.
“სიტუაციის განსხვავებული შეფასების მიუხედავად, საერთო ინტერესი გამოიხატა დაძაბულობის დეესკალაციის და სიტუაციის დასტაბილურების კუთხით”. – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ლეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ხაზი გაუსვა სურვილს, რომ ყველა მხარემ კრიზის დეპლომატიური გადაჭრის გზაზე იმუშაოს. გუშინ, 8 მარტს აშშ-მ რუსეთი გააფრთხილა, რომ ყირიმის ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთს დეპლომატიის კარს დაუხურავს.
დღეს ათასობით ათამიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენკუთან ერთად ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბა. იაცენუკმა პირობა დადო, რომ არც ერთ სანტიმეტრ მიწას არ დათმობს რუსეთთან. იაცენუკი ასევე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებას გამართავს კრიზის მოგვარების სამუშაოს ფარგლებში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კიევი ყირიმში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. პრორუსულმა მომიტინგეებმა ლუგანსკის აღმოსავლეთ ნაწილში რეგიონული ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აიძულეს გადამდგარიყო.
მიხეილ ხოდორკოვსკიმ კი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის ყოფილ ხელისუფლებასთან ერთად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალადობის გამოყენების თანამონაწილეობაში.